ODAL

 

 

 

 

 

ძველი სკანდინავური რუნა ცხრუკვეთის ეკლესიის

შემოსასვლელის თავზე

 

. ანდერსენი

თარგმანი: მარინე ერემაშვილი     

 

     

 

 

 

 

ისტორიისა და თანამედროვეობის გამოცანები... ზემო იმერეთში, მაღლა, მთებში მდებარეობს უძველესი სოფელი ცხრუკვეთი (ცხრუკვეთი ძველქართულადცხრა ანგელოზის სავანესნიშნავს). ცხრუკვეთში მკვიდრად აშენებული ძველი ეკლესიაა, ნაწილობრივ დანგრეული ბოლშევიკების ოკუპაციის დროს და კანადელი მეწარმის, გიორგი ბიწაძის მცდელობით აღდგენილი, რომლის ფესვებიც ამ სოფელშია. ეკლესიის ერთ-ერთი კარის თავზე ქვაში ამოტვიფრულია საიდუმლო ნიშანი. მისი მნიშვნელობა უცნობია როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ასევე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურთათვისაც. ყოველ შემთხვევაში, იმათთვის მაინც, ვისაც ამ სიმბოლოს შესაძლო მნიშვნელობის ასახსნელად მივმართე. ადგილობრივები მიჩვეულნი არიან და ფიქრობენ, რომ ეს, უბრალოდ, ორნამენტიაერთგვარი რთული ხვია. არ არის ადვილი, დაეთანხმო, რადგან ნაკლებმოსალოდნელია, რომ ეკლესიის კარის თავზე ერთნახევარი მეტრისხვიამხოლოდ მოსართავად ამოკვეთეს. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეკლესიაზე სიმბოლოები მხოლოდ მოსართავად დღესაც კი არ დააქვთ, და შუა საუკუნეებში ხომ საერთოდ შეუძლებელი იყო ამის წარმოდგენა.

 

მაშ, რა სიმბოლო მოათავსეს შუა საუკუნეების ოსტატებმა შუა საუკუნეების ქართული ტაძრის კარის თავზე? ზედაპირული დათვალირებაც კი საკმარისია, რომ დავინახოთეს ძველი რუნაა, რომელიც ცნობილია, როგორც ოდალი (ძველგერმანული ანბანის 24- რუნა, რომელსაც Othal-ს, Oepel-ს ან Opila-საც უწოდებენ). ეს რუნა უძველესი დროიდან, გამოიყენებოდა, როგორც დაცვის, ფლობის, მემკვიდრეობის, ოჯახური ან კლანური ძალაუფლების სიმბოლო. უძველეს დროში მას ისეთივე ძალა ჰქონდა, როგორიც ექნებოდა სამკვიდროს დამცველ მაღალ და მიუდგომელ გალავანს. ანუ ასოცირდებოდა ფლობასთან, უშიშროებასთან, ოჯახურ კერასთან... ყველა და ყველაფერი, რაც ამ ნიშანს ატარებდა ან შეიცავდა, მიიჩნეოდა დაცულად, დალოცვილად, გამაგრებულად და ნაყოფიერად.

 

 

odal tskhru

File:7th SS Division Logo.svgFile:Ahnenerbe.svgFile:23adivss.gif

 

 

 

მაგრამ საინტერესოა, საიდან მოხვდა ეს რუნა საქართველოში და მარტო ცხრუკვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაზე არის გამოკვეთილი? სრულიადაც არა! მსგავსი რუნები არა მარტო იმერეთის სხვა კუთხეებისა და ზემო სვანეთის უძველეს ნაგებობებზე, არამედ სრულიად კავკასიაშიც ბევრგან გვხვდება, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაშიც კი. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამ ტიპის სიმბოლოები წარმართული დროიდან მომდინარეობს და მათი საკრალური მნიშვნელობა დღემე შენარჩუნებულია. ეს სიმბოლოები ასოცირდება ბუნების სიმბოლოებთან, ნაყოფიერების კულტთან, მთვარისა და მზის მოძრაობასთან, მათ ციკლებთან, დედამიწის ციკლთან და ა.შ... ისიც გავიხსენოთ, რომ მსგავსი ნიშნები, რომელთა შორისაცაა, მაგალითად, ბორჯღალო, მრავალქიმიანი ვარსკვლავები და სვასტიკა, რომლებიც, შესაძლოა, კიდევ უფრო ძველი დროიდან მოდიოდეს, დღესაც აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა რელიგიებში.

 

ნებისმიერ ქვეყანაში შიგადაშიგ ვაწყდებით რუნული ტიპის დამწერლობას, რომელიც ხშირად ანბანიც არის და საკრალური მნიშვნელობის სიმბოლოებიც. უძველესი დროიდან მოყოლებული, დღემდე რუნები გამოიყენება როგორც რელიგიებში, ასევე ავგაროზებისა თუ პირადი საყოფაცხოვრებო საგნების მოსართავად.

 

რუნები, შესაძლოა, იმავე გზით მოხვედრილიყო საქართველოში, როგორც რუსეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში და სხვა ქვეყნებში. ეს ნიშნები იმაზე ძველია, ვიდრე ჩვენთვის ნაცნობი წერილობითი წყაროები. სკანდინავიელები მათ შექმნას უმაღლეს ღვთაებას - ოდინს მიაწერენ, თუმცა ძველგერმანული რუნებით სარგებლობდნენ სხვა, განსხვავებულ კულტურებსა და და ეპოქებშიც.  კონკრეტულად, იმერეთსა და სვანეთში რუნები შემოიტანეს სავაჭრო გზებით, პირველ რიგში – აბრეშუმის დიდი გზით, რომლებიც ვაჭრობის გარდა კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების დამყარებასაც ემსახურებოდა... ასეთი გზებით ძალიან ადვილია მსგავსი სიმბოლოების შემოტანა და გავრცელება. მისტიკა კი, როგორც ვიცით, განუყოფელია ადამიანთა ყოფა-ცხოვრებისგან. ზოგჯერ რუნებს რელიგიურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ზოგჯერ - მისტიურს, ზოგნი კი უბრალო დეკორატიულ ელემენტად თვლიდნენ, რომლებიც ნაქარგ და არქიტექტურულ ძეგლებში გვხვდება.

 

ისტორიკოსი ნანა ბურჭულაძის აზრით, რუნული სიმბოლოების შემოტანა, შესაძლოა, საქართველოში ვიკინგების ჩამოყვანას უკავშირდებოდეს. ბაგრატ მეოთხემ ხომ ლიპარიტ ბაღვაშის წინააღმდეგ საბრძოლველად რამდენიმე ათასი ვიკინგი მოიწვია საქართველოში და მრავალი ბრძოლის დროს გამოიყენა კიდეც მათი რაზმები. ასეთი აზრიც არსებობს, რომ რუნები კავკასიაში ვიკინგების გამოჩენამდე ბევრად უფრო ადრე აღმოჩნდა და ეს საერთო გერმანულ-ბალტიურ-სლავურ-კავკასიურ ვედურ მემკვიდრეობას უკავშირდება.

 

სხვათა შორის, ქართველებში ფართოდ გავრცელებული ჯვრის ფორმა, რომელსაც წმინდა ნინოს ჯვარს უწოდებენ, თანხვდება ძველგერმანულ რუნა თეივაზს (Teiwas, Tivaz), რომელიც ღმერთის, თვითშეწირვისა და უმაღლესი სამართლიანობის სიმბოლოს წარმოადგენს

 

 

ცხრუკვეთის ეკლესიის:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

         back